სერგო ჩიხლაძე: ტიკარაძემ და მისმა მოადგილეებმა ყველაზე კარგად იციან, რა ტიპის საავადმყოფოა გლდანის სამკურნალო დაწესებულება, თვითონვე აღიარეს – თუ კოლეგებს არ ხვდება, რად გვინდა ასეთი მინისტრი

“ქალბატონმა მინისტრმა და მისმა მოადგილეებმა ყველაზე კარგად იციან, რა ტიპის საავადმყოფოა გლდანის სამკურნალო დაწესებულება, თვითონვე აღიარეს”, – ამის შესახებ “სტრატეგია აღმაშენებლის” წევრმა, სერგო ჩიხლაძემ ჯანდაცვის სამინისტროსთან მიმდინარე საპროტესტო აქციაზე განაცხადა.

ჩიხლაძის თქმით, ეკატერინე ტიკარაძესთან შეხვედრის მოთხოვნა ლეგიტიმურია.

“მოსულები არიან დეპუტატები, ჯანდაცვის სპეციალისტები. გვინდა მინისტრთან შეხვედრა. პოლიცია ძალიან აგრესიულია, თუნდაც მეგობრულ თხოვნაზე ძალიან აგრესიულად გვპასუხობენ. სამწუხაროა, ძალიან აგრესიულ სიტუაციაში ვართ. ძალიან მშვიდობიანად, კონკრეტული მოთხოვნით ვართ მოსული. ქალბატონმა მინისტრმა და მისმა მოადგილეებმა ყველაზე კარგად იციან, რა ტიპის საავადმყოფოა, თვითონვე აღიარეს. მასთან შეხვედრა ძალიან ლეგიტიმური მოთხოვნაა. ქალბატონი მინისტრი თუ დეპუტატებს, კოლეგებს, სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებს არ ხვდება, ასეთი მინისტრი და სამინისტრო რად გვინდა”, – განაცხადა ჩიხლაძემ.

აქციის ერთ-ერთი მიზანი ექსპრეზიდენტ მიხელ სააკაშვილის სამოქალაქო, მრავალპროფილურ კლინიკაში გადაყვანაა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები