ზუგდიდში ქუჩების რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს
ზუგდიდში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელი – კონსტანტინე კაკავა ჟორდანიას ქუჩაზე საავტომობილო გზის მოწყობის სამუშაოებს გაეცნო.
გზის სამშენებლო სამუშაოები ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით ხორციელდება.
ჟორდანიას ქუჩის გარდა, საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა 8 მარტის, კუბისა და ქორთუას ქუჩებზე მიმდინარეობს.