ხმაური სუს-თან – ოპოზიციის ინფორმაციით, აქციაზე რამდენიმე ადამიანი დააკავეს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შენობასთან მიმდინარე აქციაზე ხმაურია. არსებული ინფორმაციით, ოპოზიციის წარმომადგენლები, აქტივისტები ცდილობდნენ, ადმინისტრაციულ შენობასთან უფრო ახლოს მისულიყვნენ, რისი საშუალებაც სამართალდამცველებმა არ მისცეს. ამავე ინფორმაციით, დაკავებულია ოპოზიციის 5 აქტივისტი, მათ შორის, ზვიად კუპრავა.

ადგილზე სამართალდამცველები არიან მობილიზებულნი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები