საქართველოს პარლამენტში ტყის ხანძრების მართვის ეფექტიანობის შესახებ მომზადებული აუდიტის დასკვნა განიხილეს

საქართველოს პარლამენტში სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ ტყის ხანძრებით გამოწვეული საგანგებო სიტუაციების მართვის ეფექტიანობის შესახებ მომზადებული დასკვნის განხილვა გაიმართა.

პარლამენტის ინფორმაციით, დასკვნა ეყრდნობოდა რამდენიმე უწყებაში, მათ შორის შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში ჩატარებულ კვლევას ტყის ხანძრების პრევენციისა და მზადყოფნის მიმართულებით განხორციელებული სამუშაოების შესახებ.

სახელმწიფო აუდიტის მიერ 2017-2019 წლების მიხედვით მომზადებულ დასკვნაში საგანგებო სიტუაციების და კატასტროფების მართვის სფეროში მისაღებ ნორმატიულ და საკანონმდებლო აქტებზე მუშაობის პრიორიტეტიზაციის აუცილებლობა გამოიკვეთა. გარდა ამისა, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა მიიღო გარკვეული რეკომენდაციები იმ მიმართულებებით, რომლებზეც აღნიშნულ სამსახურს უკვე მნიშვნელოვანი ნაბიჯები აქვს გადადგმული.

განხილვაში პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების, აგრარულ საკითხთა კომიტეტების წევრები, აგრეთვე, სახელმწიფო აუდიტის სამსახურისა და აუდიტის მიერ შემოწმებული უწყებების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს უფროსი – თეიმურაზ მღებრიშვილი, უფროსის პირველი მოადგილე – ლევან ღირსიაშვილი და იურიდიული სამმართველოს უფროსი – თამარ ჭანტურაია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები