დაესწრება თუ არა პროცესს მსჯავრდებული – სასამართლოში ექსპრეზიდენტის პროცესი გაიმართება
დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში ექსპრეზიდენტის, მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესია ჩანიშნული.
ამ დრომდე უცნობია, დაესწრება თუ არა ექსპრეზიდენტი სასამართლო პროცესს.
დღეს მოსამართლემ “ტელეიმედის”, 7 ნოემბრის დარბევისა და პატარკაციშვილების ქონების დაუფლების საქმეზე უნდა იმსჯელოს.
ექსპრეზიდენტი დღევანდელ პროცესზე დასწრებას ითხოვს, თუმცა, როგორც მისი ადვოკატები აცხადებენ, ხელისუფლება არ დაუშვებს, პროცესს მსჯავრდებული დაასწროს და ამისთვის “რამე მიზეზს მოიფიქრებენ”.
როგორც უფლებადამცველები აცხადებენ, პატიმრის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა და თავს ის სუსტად გრძნობს.
როგორც დიმიტრი საძაგლიშვილი ამბობს, მიუხედავად ამდენდღიანი შიმშილობისა, ის შეძლებს ძალების მოკრებასა და პროცესზე დასწრებას.
პროცესი 13:00 საათზე დაიწყება. ცნობილია, რომ სასამართლოს ეზოში შეკრებას აპირებენ ოპოზიციის წარმომადგენლები და მათი მხარდამჭერები.
მიხეილ სააკაშვილს, ზურაბ ადეიშვილსა და დავით კეზერაშვილს ტელეკომპანია „იმედში“ შეჭრისა და 7 ნოემბრის აქციის დარბევის საქმეზე 2014 წლის 1-ელ აგვიტოს, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ.