გიგი უგულავა: კრიტიკას ვიღებ და ბოდიშს ვიხდი
ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი და დედაქალაქის ყოფილი მერი, გიგი უგულავა, სოციალურ ქსელში, მის მიერ აქციაზე გაკეთებული განცხადებისთვის ბოდიშს იხდის.
“ჩემმა დღევანდელმა, მიტინგზე ნათქვამმა სიტყვებმა გულისწყრომა გამოიწვია – მათ შორის, ჩემთვის საპატივცემულო ხალხის.
კრიტიკას ვიღებ და ბოდიშს ვიხდი. დეტალებში არ შევალ. სჯობს, ეს საკითხი არ განვიხილოთ და მოჭრილად ვთქვათ – რომ ბავშვებს გავეშვათ.
პირიქით, ყველა ბავშვი უნდა დავიცვათ ღვარძლისა და სიძულვილისგან, რომელიც დღეს ქვეყანაში ტრიალებს და, თანამედროვე ინფორმაციული სამყაროს თავისებურებების გამო, მათი ცხოვრების ნაწილი ხდება”, – წერს უგულავა სოციალურ ქსელში.