ირაკლი ბერაია: ამერიკული და ნატოს სამხედრო ხომალდების ხილვა საქართველოს ტერიტორიულ წყლებში რეგიონული უსაფრთხოების სტრატეგიის ნაწილს წარმოადგენს

ამერიკული და ნატოს სამხედრო ხომალდების ხილვადობა შავ ზღვაზე, ვიზიტი საქართველოს ტერიტორიულ წყლებსა და ქართულ პორტებში წარმოადგენს რეგიონული უსაფრთხოების სტრატეგიის ნაწილს, რომლის მიზანიც რუსული საფრთხეების შეკავება, – ამის შესახებ თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ბერაიამ სამხედრო საზღვაო ხომალდ „მაუნთ უიტნიზე“ ოფიციალური მიღების დასრულების შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოს ტერიტორიულ წყლებში ამერიკული ხომალდების ვიზიტი ქართულ-ამერიკული სტრატეგიული პარტნიორობის ნათელი მაგალითია.

„ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის სტრატეგიული პარტნიორობის სიმტკიცეს. ამერიკული და ნატოს სამხედრო ხომალდების ხილვადობა შავ ზღვაზე, ვიზიტი საქართველოს ტერიტორიულ წყლებსა და ქართულ პორტებში წარმოადგენს რეგიონული უსაფრთხოების სტრატეგიის ნაწილს, რომლის მიზანიც რუსული საფრთხეების შეკავება და შავი ზღვის უსაფრთოების გაძლიერებაა. მიგვაჩნია, რომ შეერთებული შტატების ლიდერობა და საქართველოს აქტიური წვლილი და ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობა საკვანძოდ მნიშვნელოვანია შავი ზღვის უსაფრთხოებისთვის“, – განაცხადა ბერაიამ.

ცნობისთვის, ბათუმის ნავსადგურში ამერიკის საზღვაო ხომალდები „მაუნთ უიტნი“ და „პორტერი“ გუშინ შევიდნენ. ამასთან, „მაუნთ უიტნი“ ჩვენს ქვეყანას ხუთჯერ ეწვია, მათ შორის – 2008 წელს აგვისტოს ომის დროს საქართველოს ჰუმანიტარული დახმარების მიზნით.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები