სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გამომძიებელი: მიხეილ სააკაშვილის გამოკითხვა დღეს ვერ მოხერხდა
სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გამომძიებლის გიორგი მიქელაძის განცხადებით, მან გლდანის მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მისამართით შეძახილები გაიგო.
როგორც მიქელაძემ განმარტა, დღეს მიხეილ სააკაშვილის გამოკითხვა ვერ მოხდა, ვინაიდან, კოვიდრეგულაციების გამო, სააკაშვილსა და ადვოკატებს, გამომომძიებლებს შორის ბარიერი იყო.
„ვადასტურებ, რომ მესმოდა გარკვეული შეძახილები საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიმართულებით. მიხეილ სააკაშვილმა მზაობა გამოხატა ითანამშრომლოს გამოძიებასთან, მან თანხმობა განაცხადა პენიტენციური დეპარტამენიდან, საქართველოს იუსტიციის სამინისტროდან და სხვა დაწესებულებიდან გამოთხოვილი იქნეს მის შესხებ არსებული პერსონალური სახის ინფორმაცია, მან ასევე თანხმობა განაცხადა პირადად წარდგეს სამედიცინო ექსპერტიზის ჩატარების ფარგლებში სამედიცინო შემოწმების მიზნით ექსპერტთან მისივე მოწვეული ექსპერტების მონაწილეობით. ის მიუთითებს მასზე შესაძლო ძალადობის განხორციელების თაობაზე, აქედან გამომდინარე, არსებობს თუ არა მის სხეულზე ჯანმრთელობის დაზიანების კვალი, საჭიროა ჩატარდეს სამედიცინო სახის ექსპერტიზა, მან ამის ჩატარებაზე გამოთქვა თანხმობა, თანხმობა განაცხადა, რომ პირადად წარდგეს ექსპერტიზის წინაშე მისივე მოწვეული ექსპერტების მონაწილეობით, რაც შეეხება შეეხება გამოკითხვას, მიხეილ სააკშვილის გამოკითხვა დღეს ვერ მოხერხდა. მოგეხსენებათ,რ ომ პენიტენციურ დაწესებულებაში ახალი კორონავირუსის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით, გამოკითხვასთან დაკავშირებით მოქმედებს გარკვეული შეზღუდვები. კერძოდ, გამოკითხვა წარმოებს ბარიერს მიღმა სპეციალური ტელეფონის მეშვეობით, როგორც ეს სპეციალურ პენიტენციურ დაწესებულებაში განგვიცხადეს და რა ფაქტობრივი მოცემულობაც ჩვენ ადგილზე დაგხვდა როგორც აღმოჩნდა, მიხეილ სააკაშვილისთვის და მისი ადვოკატებისთვის მიუღებელია ამ ფორმით გამოკითხვის ჩატარება. ჩვენ ვმუშაობთ გამოკითხვის ჩატარების ალტერნატიულ გზებზე, რის შესახებაც დამატებით გეცნობებათ მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე. გამოძიება მზად იყო ამ ფორმითაც ჩაეტარებინა მიხეილ სააკშვილის გამოკითხვა, რა თქმა უნდა, პირადად შეხვედრა და გამოკითხვა მეტად კომფორტულია, თუმცა, მიუხედავად ამისა, ამ ფორმითაც მზად იყო გამოძიება ჩაეტარებინა მიხეილ სააკშვილის გამოკითხვა“, – განაცხადა მიქელაძემ.
კითხვაზე, აქვს თუ არა სააკაშვილს დაზიანებები, მიქელაძე პასუხობს, რომ აღნიშნულის შესახებ ყოფილმა პრეზიდენტმა გამოკითხვის ოქმში უნდა დააფიქსიროს, რის შემდეგაც, მისი ნივთების ამოღება მოხდება.
„პირველ რიგში აღნიშნულის თაობაზე მიხეილ სააკაშვილმა გამოკითხვის ოქმში უნდა განაცხადოს, ჩვენთვის დადასტურებულ ფაქტად უნდა იყოს მოცემულობა, რომ ასეთი რაღაც მართლაც განხორციელდა, რომ დაზიანდა მისი ტანსაცმელი და ამის შემდეგ გვექნება საფუძველი ამოვიღოთ შესაბამისი ნივთები. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა უკვე მიმართა პენიტენციურ დაწესებულებას მიხეილ სააკაშვილის ტრანსპორტირების ამსახველი ვიდეოჩანაწერების დაარქივების მოთხოვნით, რათა შემდეგ სასამართლო განჩინების საფუძველზე მისი გამოთხოვა მოხდეს მისი გამოთხოვა შესაბამისი დაწესებულებიდან“, – განაცხადა მიქელაძემ.