რუსთაველის გამზირზე ოპოზიციის აქცია დასრულდა

რუსთაველის გამზირზე “ნაციონალური მოძრაობის” მიერ ორგანიზებული საპროტესტო აქცია დასრულდა.

“ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ ნიკა მელიამ დღევანდელ აქციაზე სამოქმედო გეგმა გამოაცხადა.

მისი თქმით, 10 ნოემბერს, დილის 11:00 საათზე თბილისში, საპროტესტო აქციები ერთდროულად რამდენიმე ლოკაციაზე გაიმართება.

ოპოზიციონერი ლიდერის თქმით, ყოველ დილით მხარდამჭერებს გააცნობენ კონკრეტულ გეგმას, თუ სად გაიმართება საპროტესტო აქციები, თუმცა, ერთი ლოკაცია ყოველთვის იქნება ისეთი, რომელიც წინასწარ არ იქნება გაჟღერებული.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები