პარლამენტის შენობასთან საპროტესტო აქციისთვის ემზადებიან

რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობასთან „ნაციონალური მოძრაობის” მიერ ორგანიზებული საპროტესტო აქციისთვის ემზადებიან. მოქალაქეები ადგილზე ამ წუთებში იკრიბებიან.

ადგილზე იმყოფებიან როგორც „ნაციონალური მოძრაობის” წევრები ასევე, სხვა, პარტიების წარმომადგენლები.

მათი თქმით, პროტესტი გაგრძელდება მანამ, სანამ შედეგები არ იქნება მიღწეული, კერძოდ, სანამ ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი არ იქნება გადაყვანილი სამოქალაქო, მრავალპროფილურ კლინიკაში და არ მოხდება მისი გათავისუფლება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები