მარია კალიურანდი: საჭიროა პარლამენტის მუშაობა და არა – ბოიკოტი, პოლარიზაცია და ურთიერთბრალდებები უნდა დასრულდეს

“ევროკავშირი ვერ გადაგიჭრით პრობლემებს და თქვენ მაგივრად ვერ ჩაატარებს რეფორმებს. ევროკავშირს შეუძლია, გაგიზიაროთ საუკეთესო გამოცდილება”, – ამის შესახებ ევროპარლამენტარმა, მარია კალიურანდმა განაცხადა.

მისი შეფასებით, საჭიროა, პარლამენტმა დაიწყოს მუშაობა, რადგან ბოიკოტის დრო დასრულდა.

“დადგა დრო ქართველი პოლიტიკოსებისთვის, რომ ნორმალურ, რუტინულ მუშაობას დაუბრუნდნენ. საჭიროა პარლამენტის მუშაობა და არა – ბოიკოტი. პოლარიზაცია და ურთიერთბრალდებები უნდა დასრულდეს. არ მინდა, ჩავერიო საქართველოს ადგილობრივ საქმეებში. არ მაქვს ამის უფლებამოსილება, რომ ჩავერიო, მაგრამ რასაც მე პოლიტიკოსებისგან ვისმენდი, რომ თანამშრომლობა უნდა მოხდეს კოალიციების დაფუძნებით., საქართველოს პრეზიდენტით დაწყებული და სხვა პოლიტიკოსებით დამთავრებული,
ევროკავშირის ჩართულობა იყო ძალიან კრიტიკული და ღრმა. შარლ მიშელი პირადად იყო ჩართული და ძალიან მნიშვნელოვანი საქმე ჩაატარა. ევროპული საბჭოს პრეზიდენტი არ აკეთებს მსგავს რაღაცებს ყოველდღიურად, თუნდაც, ყოველწლიურად, მაგრამ ევროკავშირი ვერ გადაგიჭრით პრობლემებს და თქვენ მაგივრად ვერ ჩაატარებს რეფორმებს. ევროკავშირს შეუძლია, გაგიზიაროთ საუკეთესო გამოცდილება, მაგრამ ევროკავშირი ვერ გადაჭრის იმ პრობლემას, რაც საქართველოს წინაშე დგას. ახლა დროა, ქართველმა პოლიტიკოსებმა ეროვნული ინტერესები დააყენონ პარტიულ ინტერესებზე მაღლა. ქართველი ხალხის ინტერესი პრიორიტეტად უნდა დააყენონ”, – განაცხადა კალიურანდმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები