ლიზა იასკო: მიხეილ სააკაშვილი უკრაინის მოქალაქეა და მისი გადაყვანა უკრაინის ხელისუფლებისთვის უნდა შეეთანხმებინათ
რადას დეპუტატის, ლიზა იასკოს თქმით, საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი უკრაინის მოქალაქეა და საქართველოს ხელისუფლებას გლდანის ციხეში მისი გადაყვანა უკრაინის მთავრობისთვის უნდა შეეთანხმებინა.
მისივე თქმით, ის, რაც ახლა საქართველოში სააკაშვილის მისამართით ხდება, ევროპულ ღირებულებებზე უარის თქმაა.
„მიხეილ სააკაშვილი არის უკრაინის მოქალაქე და მისი გადაყვანა უკრაინის ხელისუფლებისთვის უნდა შეეთანხმებინათ. ეს არის უარის თქმა ევროპულ ღირებულებებზე. ამაზე დღეს ევროპარლამენტარების განცხადება ვნახეთ. ჩამოვედი, როგორც კი შევძელი. ველოდები, რომ მომცენ ციხეში შესვლის უფლება. ეს არის შეთანხმებული უმაღლეს დონეზე, თუმცა, ამ დრომდე საქართველოს იუსტიციის მინისტრი არ მაძლევს ამის უფლებას. ახლა მთავარია, უკრაინის სახალხო დამცველი ჩამოვიდეს იმიტომ, რომ საქმე ეხება ადამიანის უფლებების დარღვევას. ახლა სიკვდილ-სიცოცხლის საკითხია, ყველა უკიდურესად შეშფოთებულია“, – აცხადებს იასკო.