მიხეილ სააკაშვილთან შესახვედრად, გლდანის ციხეში სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გამომძიებელი მივიდა
გლდანის მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან შესახვედრად სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გამომძიებელი, გიორგი მიქელაძე მივიდა.
მისი თქმით, დღეს ადვოკატების მონაწილეობით სააკაშვილის გამოკითხვა იგეგმება.
“დაწყებულია გამოძიება საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მიმართ განხორციელებული შესაძლო არაადამიანური მოპყრობის ფაქტზე. დღეს დაგეგმილია ადვოკატების მონაწილეობით მიხეილ სააკაშვილის გამოკითხვა”, – აღნიშნა მიქელაძემ.