თბილისის რამდენიმე რაიონს დღეს ელექტრომომარაგება შეეზღუდება

სარემონტო სამუშაოების გამო, თბილისის რამდენიმე რაიონს დღეს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. მათივე ინფორმაციით, კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ  აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.
როგორც “თელასში” განმარტავენ, ქვესადგურში “დიღომი I” პირველ სექციაზე გეგმიურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, 10:00 საათიდან 17:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: დიღმის მასივის III, IV, VI კვარტლების, ვაშლიჯვრის დასახლების, აღმაშენებლის ხეივნის IV, VI, X, XI XII კილომეტრების, სამხედრო გზატკეცილის IV კილომეტრის, ახმეტელის, ბელიაშვილის, ლუბლიანას, კვანტალიანის, გოძიაშვილის და სარაჯიშვილის ქუჩების 8080 აბონენტს. გეგმიურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: შარტვას და გოთუას ქუჩების 553 აბონენტს; 11:00 საათიდან 18:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: ვაჟა-ფშაველას გამზირის და ტაშკენტის ქუჩის 244 აბონენტს; 11:00 საათიდან 16:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: კოსტავას ქუჩის 65 აბონენტს; 11:00 საათიდან 14:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: თამაზ ნადარეიშვილის, გაზაფხულის, ქავთარაძის და დელისის III ქუჩების 296 აბონენტს; 10:00 საათიდან 13:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: სამხედრო გზატკეცილის, აღმაშენებლის ხეივნის და ბალანჩინის ქუჩის 140 აბონენტს. 10:00 საათიდან 18:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: ღვინის აღმართის, რიყის მიმდებარე ტერიტორიის, კახეთის გზატკეცილის, ანთიმოზ ივერიელის და ხარაბაძის ქუჩების 768 აბონენტს; 11:00 საათიდან 16:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის I, II და III მიკრორაიონის, სარაჯიშვილის და ილორის ქუჩების 1635 აბონენტს; 10:00 საათიდან 18:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: ქვემო ალექსეევკის დასახლების, ალექსეევკის დასახლების და ხვედელიანის ქუჩის 218 აბონენტს. 11:00 საათიდან 15:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილი-3 IV მიკრორაიონის, სადგურ ლილოს, კახეთის გზატკეცილის და ლილოს დასახლების 818 აბონენტს. 10:00 საათიდან 17:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: მეტრო დიდუბის მიმდებარე ტერიტორიის, ილურიძის, ერისთავის, ნინუას და მექანიზაციის ქუჩების 385 აბონენტს. 11:00 საათიდან 14:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: ხეხილ-სანერგე მეურნეობის და რეხის I, II და III ქუჩების 200 აბონენტს. ქვესადგურში “ფონიჭალა” პირველ სექციაზე გეგმიურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, 10:00 საათიდან 17:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: სოფელ ფონიჭალის, ფონიჭალის დასახლების, ფონიჭალის III მიკრორაიონის, მელითონეთა ქვემო დასახლების, წმინდა ბარბარეს დასახლების, რუსთავის გზატკეცილის და სადგურის ქუჩის 4484 აბონენტს. გეგმიურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: რუსთავის გზატკეცილის, მარნეულის და უცნობის ქუჩების 907 აბონენტს. 10:00 საათიდან 14:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: დაბა წყნეთის 406 აბონენტს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები