საქართველოს სამეწარმეო განათლების ალიანსი (GEEA) პირველ ონლაინ კონფერენციას გამართავს

2021 წლის 11 ნოემბერს საქართველოს სამეწარმეო განათლების ალიანსი (GEEA) პირველ ონლაინ კონფერენციას გამართავს. ორგანიზატორთა ინფორმაციით, კონფერენციის ფარგლებში, მოწვეული ადგილობრივი და საერთაშრისო სპიკერები ისაუბრებენ ალიანსის ისტორიასა და მიზნებზე, სამეწარმეო განათლების მიმართულებით არსებულ გამოწვევებსა და შესაძლებლობებზე და საერთაშორისო გამოცდილებებზე.

“ღონისძიებაზე დასასწრებად, გთხოვთ, გაიაროთ რეგისტრაცია: https://forms.gle/rbeh347DV1inutTJ7 კონფერენცია ასევე მოიცავს სხვადასხვა ვორქშოპებს როგორც ალიანსის სამომავლო მიზნებისა და აქტივობების განსასაზღვრად, ასევე ბრიტანული STEAMHouse-ის პრაქტიკული გამოცდილების გასაზიარებლად. კონფერენციის მიზანია ალიანსის წევრებისა და ქართული სამეწარმეო ეკოსისტემის აქტორების ერთად შეკრება და ალიანსის შესახებ ინფორმაციის მიწოდება დაინტერესებული მხარეებისთვის.

საქართველოს სამეწარმეო განათლების ალიანსი (GEEA) ბრიტანეთის საბჭოს პროგრამის „შემოქმედებითი ნაპერწკალი: “სამეწარმეო განათლების პროგრამა უმაღლესი სასწავლებლებისთვის“ ფარგლებში შეიქმნა. GEEA წარმოადგენს საქართველოს უმაღლესი განათლების დაწესებულებებისა და საგანმანათლებლო ორგანიზაციების გაერთიანებას, რომელიც მხარს უჭერს ისეთი სამეწარმეო ეკოსისტემის შექმნას, რომელიც იქნება მსოფლიოში საუკეთესო პრაქტიკად აღიარებულის მსგავსი. ალიანსის მიზანია ხელი შეუწყოს სამეწარმეო განათლების განვითარებასა და საზოგადოებაში სამეწარმეო უნარების კულტივირებას. საქართველოს სამეწარმეო განათლების ალიანსის დეკლარაციის ხელმომწერები არიან: აკაკი წერეთელის სახელობის ქუთაისის სახელმწიფო უნივერსიტეტი; აპოლონ ქუთათელაძის სახელობის თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია; ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი; ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი; ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი; შემოქმედებითი საქართველო; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი; Creative Solution”, – აღნიშნულია ინფორმაციაში. R

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები