ხატია დეკანოიძე – იუსტიციის მინისტრზე: თუ აქვს გამბედაობა, შეგვხვდეს

“მაინტერესებს, რატომ არღვევენ მიხეილ სააკაშვილთან მიმართებით საერთაშორისო კონვენციის ყველა მუხლს, გაგვცეს პასუხი”, – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა, ხატია დეკანოიძემ განაცხადა, რომელიც იუსტიციის მინისტრთან, რატი ბრეგაძესთან შეხვედრას ითხოვს.

მისივე თქმით, თუ მინისტრს გამბედაობა აქვს, ოპოზიციის კითხვებს უნდა უპასუხოს.

“თუ აქვს გამბედაობა, შეგვხვდეს, როცა ამხელა თანამდებობას იკავებ და პრეტენზია გაქვს, რომ რაღაცას წარმოადგენ – მაშინ უნდა შეგვხვდეს და ყველაფერს არგუმენტირებულად გასცეს პასუხი, რა კითხვებსაც დაუსვამენ დეპუტატები. ვნახოთ, ექნება თუ არა ამის გამბედაობა. მაინტერესებს, რატომ არღვევენ მიხეილ სააკაშვილთან მიმართებით საერთაშორისო კონვენციის ყველა მუხლს, გაგვცეს პასუხი”, – განაცხადა დეკანოიძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები