ნიკოლოზ ყიფშიძე: მოვითხოვ, ვნახო სააკაშვილი, რაც შეიძლება სწრაფად

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის პირადი ექიმი ნიკოლოზ ყიფშიძე სააკაშვილთან შეხვედრას ითხოვს.

„პრეზიდენტ სააკაშვილი ბოლოჯერ გუშინ ვნახე, იყო საკმაოდ სუსტად, გუშინვე მოვახსენე ამის შესახებ საზოგადოებას და დღეს ამიტომ ჩავატარე დილას კოლსილიუმი, მაგრამ მინდა გითხრათ, რომ ეს კონსილიუმი ჩავატარეთ ავადმყოფის გარეშე, რამდენიმე საათი ვიყავით იქ, მაგრამ მიშა არ გვინახავს.

ამიტომ ვითხოვ, მოვითხოვ, არ ვიცი რა სიტყვები გამოვიყენო – ვნახო პრეზიდენტი სააკაშვილი, რაც შეიძლება სწრაფად, რადგან ძალიან ვღელავ მისი მდგომარეობის შესახებ.

კიდევ ერთხელ მინდა ხაზი გავუსვა, რომ გუშინ და დღეს მისი მდგომარეობა საკმაოდ მძიმე იყო, ამიტომ ჩემი აზრით, ჩემ მიერ და ჩემი კოლეგების მიერ მისი ნახვა დღეს აუცილებელია“, – განაცხადა ყიფშიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები