გლდანის ციხეში სახალხო დამცველი შევიდა

????????????????????????????????????

გლდანის მე-18 სამედიცინო დაწესებულებაში, სადაც საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი გადაიყვანეს, სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია შევიდა.

მას დაწესებულებაში მისვლის შემდეგ მედიის წარმომადგენლებთან კომენტარი არ გაუკეთებია.

არსებული ინფორმაციით, ლომჯარიასთან ერთად იმყოფება მისი მოადგილე გიორგი ბურჯანაძე და სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენელი მიხეილ ღონღაძე.

ცნობისთვის,  საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი რუსთავის მე-12 პენიტენციური დაწესებულებიდან გლდანის, მე-18 დაწესებულებაში დღეს გადაიყვანეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები