რუისისა და ურბნისის სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობები სტაბილურად მოირწყვება
30 წლის შემდეგ პირველად, სოფლების რუისისა და ურბნისის 1 000 ჰექტარამდე სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობი სტაბილურად მოირწყვება, – ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.
მათივე ცნობით, 2000-ზე მეტი ფერმერი სარწყავი წყლით ისარგებლებს. “სარეაბილიტაციო სამუშაოები გასული წლის ზაფხულში დაიწყო: რუისის სატუმბ სადგურს კაპიტალური რემონტი ჩაუტარდა; აღდგა მილსადენი და დამონტაჟდა ახალი ტუმბო-აგრეგატები.
სატუმბი სადგურის რეაბილიტაციისთვის, სახელმწიფო ბიუჯეტიდან 1 960 395 ლარი დაიხარჯა”, – აღნიშნულია სამინისტროს ინფორმაციაში.