სოფელ კარდენახში, ე.წ. ხევისუბნის ტერიტორიაზე სპორტული დარბაზის მშენებლობა გრძელდება
გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ კარდენახში, ე.წ. ხევისუბნის ტერიტორიაზე სპორტული დარბაზის მშენებლობა გრძელდება.
გურჯაანის მუნიციპალიტეტის ინფორმაციით,
თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სპორტული დარბაზის ასაშენებლად 291 950 ლარია გამოყოფილი.
“პროექტს ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს “ალგი” ასრულებს”, – აღნიშნულია მუნიციპალიტეტის ინფორმაციაში.