ირაკლი ღარიბაშვილი: 1-ლი დეკემბრიდან მოქალაქეები მხოლოდ და მხოლოდ „მწვანე პასპორტის” პრინციპით შეძლებენ შესვლას სხვადასხვა ობიექტში

“საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 1-ელი დეკემბრიდან მოქალაქეები მხოლოდ და მხოლოდ „მწვანე პასპორტის” პრინციპით შეძლებენ შესვლას სხვადასხვა ობიექტში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა უწყებათაშორისი საკოორდინაციო სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ეს ობიექტებია კვების ობიექტები, ასევე  გასართობი ობიექტები, კინოთეატრები, ოპერა, მუზეუმები, ასევე საკონცერტო დარბაზები. „ეს ობიექტებია კვების ობიექტები,  გასართობი ობიექტები, კინოთეატრები, ოპერა, მუზეუმები,  საკონცერტო დარბაზები და ა.შ. ამის თაობაზე დეტალური ჩამონათვალი ჩვენი ბრიფინგის დასრულებისთანავე გავრცელდება.

აღნიშნული მოთხოვნა გავრცელდება ჩამოთვლილი ობიექტების სტუმრებზე და არა იქ მომუშავე ადამიანებზე. კიდევ უფრო აქტიური გახდება იმუნიზაციის კამპანია და მთელი ქვეყნის მასშტაბით, ყველა მუნიციპალიტეტში გაიმართება ვაქცინაციის სააგიტაციო ღონისძიებები”, – განაცხადა პრემიერმინისტრმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები