ალექსანდრე რაქვიაშვილი: ფაფების რევოლუცია, რაც ახლა ორგანიზდება, არ მგონია, წარმატებული იყოს

“არ მგონია, რომ ფაფების რევოლუცია განსაკუთრებით წარმატებული იქნება, რაც ახლა ორგანიზდება”, – ამის შესახებ „გირჩის“ ერთ-ერთი ლიდერი, დეპუტატმა ალექსანდრე რაქვიაშვილმა განაცხადა.

მისივე შეფასებით, გაუგებარია ის მოთხოვნებიც, რაც ოპოზიციის ნაწილს აქვს.

“ძალიან უცნაურია მოთხოვნები, რადგან თვითმმართველობის არჩევნები ყველამ ვაღიარეთ, მათ შორის, მეორე ტური და წალენჯიხაში არჩეული მერი სრულფასოვნად უდგება საქმეს, აპირებს, თავისი მოვალეობა შეასრულოს. ამიტომ გაუგებარია, მოთხოვნები საიდან ჩნდება. მიხეილ სააკაშვილის შიმშილობა რომ პოლიტიკური აქტია გასაგებია, მაგრამ არ მგონია, ამის გამო ვიღაცამ რევოლუცია მოაწყოს, რევოლუციის ორგანიზება რთულია, მაგრამ მაინც. ვინაიდან იდეა არ არის გასაგები, არ მესმის, ამ ყველაფერს საერთოდ რატომ აკეთებენ და შეიძლება, ვცდებოდე“, – თქვა ალექსანდრე რაქვიაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები