ზაალ უდუმაშვილის თქმით, დღეიდან ენმ-ის აქციები აღარ გაჩერდება, სანამ მათი მოთხოვნა არ შესრულდება

”დღეს ძალიან დიდი აქცია გაიმართება, 10-ათასობით ადამიანი შეიკრიბება და, ბუნებრივია, ეს აქციები გაგრძელდება – დროც არ გვაქვს, ხელისუფლებას ვადები ვაძლიოთ”, – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა, ზაალ უდუმაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, “ქართული ოცნებისთვის” მიცემული ვადა, გადაეყვანათ მიხეილ სააკაშვილი სამოქალაქო კლინიკაში სამკურნალოდ, დღეს ამოიწურა.

“ხელისუფლებისთვის მიცემული ულტიმატუმის ვადა ამოიწურა. ხელისუფლებამ უარი თქვა არა ოპოზიციის, არამედ საზოგადოების მოთხოვნის შესრულებაზე, რომ გადაარჩინოს საქართველოს მესამე პრეზიდენტის სიცოცხლე და სასწრაფოდ გადაიყვანოს შესაბამის კლინიკაში სამკურნალოდ.
ეს ნიშნავს, რომ მიხეილ სააკაშვილისთვის სასიკვდილო განაჩენი აქვთ გამოტანილი, რასაც ჩვენ არ დავუშვებთ. არ დავუშვებთ, რადგან სააკაშვილი, რომელიც უკვე წლებია, პოლიტიკური დევნილია, დღეს სიცოცხლისთვის იბრძვის საკანში. ბუნებრივია, ჩვენ იმის დროც არ გვაქვს, ხელისუფლებას ვადები ვაძლიოთ ერთკვირიანი, ან ერთთვიანი. საუბარია კონკრეტულ საათებსა და დღეებზე, მდგომარეობა უკვე კრიტიკულია. დღეს ძალიან დიდი აქცია გაიმართება, ათი ათასობით ადამიანი შეიკრიბება და, ბუნებრივია, ეს აქციები გაგრძელდება. აქციები არ გაჩერდება, რადგან დრო არ გვაქვს საიმისოდ, ვადები ვაძლიოთ ხელისუფლებას“, – განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები