გიორგი ჩიდრაშვილი: მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია, ამ ეტაპზე სტაციონარიზაციის აუცილებლობა არ დგას

„მიხეილ სააკაშვილი იმყოფება სამედიცინო პერსონალის, მათ შორის მოწვეული ექიმი სპეციალისტების მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია, ძირითადი სასიცოცხლო მაჩვენებლები ნორმის ფარგლებშია”, – ამის შესახებ სპეციალური პენიტენციური სამსახურის სამედიცინო დეპარტამენტის უფროსის მოადგილე გიორგი ჩიდრაშვილმა განაცხადა.

მისივე განმარტებით, სააკაშვილი იღებს აუცილებელ კვებით დანამატებს, მათ შორის თხევადი სახით. „როგორც მოგახსენეთ, ეს არის კვებითი დანამატები, აუცილებელი კვებითი დანამატები, მათ შორის, მისი მიღება ხდება სითხის სახით”, – განაცხადა გიორგი ჩიდრაშვილმა.

ჩიდრაშვილის განცხადებით, სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას მუდმივად მეთვალყურეობას უწევს ექიმთა კონსილიუმი და ამ ეტაპზე მისი სტაციონარიზაციის აუცილებლობა არ დგას.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები