,,ნაცმოძრაობას და მიშას მხარდამჭერებს უნდათ ეს სამკურნალო პოსტოპერაციული პერიოდი ხალხს შეასაღონ, როგორც შიმშილობა და მიშა წამებულ “გმირად” წარმოაჩინონ. თუ ეს ინფორმაცია დადასტურდა, და შეიძლება ითქვას, დიდწილად დადასტურებულია, აფერუმ მათ ავანტიურაში!” – ასე ეხმიანება ექსპერტი ზაალ ანჯაფარიძე მიხეილ სააკაშვილის შიმშილობასთან დაკავშირებულ ინფორმაციას.
,,აქტიურად ვრცელდება ინფორმაცია, რომ სააკაშვილმა ჩამოსვლამდე ბარიარტრიული ქირურგია (კუჭის რეზექცია) გაიკეთა ჰოლანდიაში და ამჯერად ციხეში (ეს იუსტიციისმინისტრმაც დაადასტურა!) იღებს იმ ფაფებს და პრეპარატებს რაც ოპერაციის შემდგომ ინიშნება.
ამ დროს ნაცმოძრაობას და მიშას მხარდამჭერებს უნდათ ეს სამკურნალო პოსტოპერაციული პერიოდი ხალხს შეასაღონ, როგორც შიმშილობა და მიშა წამებულ “გმირად” წარმოაჩინონ. თუ ეს ინფორმაცია დადასტურდა, და შეიძლება ითქვას, დიდწილად დადასტურებულია, აფერუმ მათ ავანტიურაში! ამ ავანტიურის საბოლოოდ დადასტურების შემდეგ, ნაცმოძს და მთელს ამ შემადგენლობასშეუძლიათ დახლი დახურონ და სახლებში წავიდნენ,” – წერს ანჯაფარიძე სოციალურ ქსელში.