კახა კუჭავა: ერთიანობა და სიმშვიდე არის ის, რაც ყველაზე მეტად გვჭირდება – ეს ის პოლიტიკაა, რომელსაც ვატარებთ და ამ კუთხითაც მთავარი როლი ჩვენს დიპლომატებს აქვთ

“ერთიანობა და სიმშვიდე არის ის, რაც ყველაზე მეტად გვჭირდება – ეს ის პოლიტიკაა, რომელსაც ვატარებთ და ამ კუთხითაც მთავარი და წამყვანი როლი ჩვენს დიპლომატებს აქვთ”, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავამ დიპლომატის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

როგორც კუჭავამ აღნიშნა, ქვეყნის გარეთ საქართველოს საელჩოები კიდევ უფრო მეტ გაძლიერებას საჭიროებს.

„ძალიან მნიშვნელოვანია თითოეული იმ ადამიანის საქმე, რომელიც ჩვენს ქვეყნის გარეთ სხვა ქვეყნებში დიპლომატიურ საქმიანობას ახორციელებენ. როდესაც ჩვენ საპარლამენტო დიპლომატიას ვახორციელებთ და ეს ხდება როგორც მეგობრობის ჯგუფების, ასევე, სხვადასხვა დელეგაციების ფორმატში, ძალიან მნიშვნელოვანია ის მხარდაჭერა და პროფესიონალიზმი, რომელსაც საელჩოებში ვხვდებით. რა თქმა უნდა, ცხოვრება დალხენილი არაა, საელჩოებს სჭირდება კიდევ უფრო გაძლიერება, მაგრამ მივესალმები იმ პოლიტიკას, რომელიც რამდენიმე წლის წინ დაიწყო და კიდევ უფრო გაძლიერებას საჭიროებს, რაც ნიშნავს იმას, რომ ჩვენს ქვეყანას ჰქონდეს საკუთარი საელჩოები, არ ვიყოთ ნაქირავებ შენობებში და ყველა სტრატეგიულ ქვეყანაში გვქონდეს ჩვენი საელჩო და მაქსიმალურად გავაძლიეროთ თითოეული ჩვენი დიპლომატი, ვინც იქ მოღვაწეობს. ერთიანობა და სიმშვიდე არის ის, რაც ყველაზე მეტად გვჭირდება. ეს ის პოლიტიკაა, რომელსაც ვატარებთ და ამ კუთხითაც მთავარი და წამყვანი როლი ჩვენს დიპლომატებს აქვთ. შეგვიძლია ბევრ წარმატებაზე ვისაუბროთ, როგორც ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის კუთხით, ასევე თავისუფალი მიმოსვლა. ამაში ჩართულია თითოეული სამინისტრო, მინისტრი და თითოეული ის ადამიანი, ვინც შრომას დებს. თუმცა, რა თქმა უნდა, ის, რომ ეს ყველაფერი ქვეყნის გარეთ გაიტანო და საქართველოს ინტერესები დაიცვა, პირველ რიგში, დიპლომატის ზურგზეა. ერთადერთი, რაც შეგვიძლია ამ კუთხით ვთქვათ ისაა, რომ მათ ძალიან დიდი წარმატებები ვუსურვოთ“, – განაცხადა კუჭავამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები