მიხეილ სააკაშვილი – ელენე ხოშტარიას: რა დამავიწყებს შენს სახელს

“ელენე ნამდვილად არ დამვიწყებია და რა დამავიწყებს შენს სახელს, პარლამენტსა და ციხესთან სოლიდარობის შიმშილობის მონაწილეებს”, – ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტის წერილშია ნათქვამი, რომელიც მისმა ადვოკატმა, შოთა თუთბერიძემ რუსთავის ციხიდან ჟურნალისტებს გააცნო.

“მივესალმები ელენე ხოშტარიას. დიახ, ელენე ნამდვილად არ დამვიწყებია და რა დამავიწყებს შენს სახელს, პარლამენტსა და ციხესთან სოლიდარობის შიმშილობის მონაწილეებს. გავიგე, რომ ციხესთან მოშიმშილე 24 წლის გოგონა, ჩემი საყვარელი ნეკრესელი მეუფის სერგის შვილიშვილი ყოფილა. მეუფე ახლახან წავიდა ამ ქვეყნიდან, მაგრამ ზუსტად ვიცი, რომ იამაყებდა ნინოს სამოქალაქო გმირობით. მასაც და ყველა სხვა მოშიმშილესაც მინდა, ვუთხრა, მაქსიმალურად გაუფრთხილდნენ და იზრუნონ საკუთარ ჯანმრთელობაზე. ამ საქმისთვის ერთი მსხვერპლიც საკმარისია”, – წერს სააკაშვილი ციხიდან გამოგზავნილ წერილში.

შეგახსენებთ,  გუშინ საპროტესტო აქციაზე “მთავარი არხის” გენერალურმა დირექტორმა, ნიკა გვარამიამ განაცხადა, რომ მოშიმშილე მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა იმდენად ცუდად არის, რომ მას მეხსიერების პრობლემები შეექმნა.

ცნობისთვის, საქართველოს ექსპრეზიდენტი 36-ე დღეა, რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში პროტესტის ნიშნად შიმშილობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები