პურის მცხობელთა ასოციაციის თავმჯდომარის, მალხაზ დოლიძის განცხადებით, ახალ წლამდე პური არ გაძვირდება, თუმცა, მომავალი წლიდან ფასები შესაძლოა, მცირედით გაიზარდოს.
“ტონა ხორბლის ფასი ბოლო ერთ კვირაში საერთაშორისო ბაზრებზე $320-დან $350 მდე გაიზარდა. იზრდება ყველა იმ კომპონენტის ფასიც, რაც პურის მისაღებადაა საჭირო. შესაბამისად, არაა გამორიცხული, რომ პურის ფასი შეიცვლება, თუმცა, არა დრამატულად. შემიძლია ვთქვა, რომ უახლოეს მომავალში არ ვპროგნოზირებ პურის გაძვირებას,” – განაცხადა დოლიძემ.