ზუგდიდში „ნაციონალური მოძრაობის” მიერ ორგანიზებულ აქცია – პერფორმანსზე ერთი პირი დააკავეს
ზუგდიდში “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” მიერ ორგანიზებულ აქცია – პერფორმანსზე ერთი პირი დააკავეს.
ანა წითლიძემ მხარდამჭერებთან ერთად სუს-ის ოფისთან შპრიცები და თეთრი ფხვნილი მოიტანა. მისი თქმით, პერფორმანსი სამართალდამცავების კრიმინალებთან კავშირს გამოხატავს.
პოლიციამ მათ მოუწოდა, აღნიშნული ნივთები ტერიტორიიდან გაეტანათ, რასაც დაპირისპირება მოჰყვა.