დმანისის მერი მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურული სამუშაოების შემსრულებელი კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდა
დმანისის მუნიციპალიტეტის მერმა, კობა მურადაშვილმა მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურულ ობიექტებზე მიმდინარე სამუშაოების შემსრულებელი კომპანიების ხელმძღვანელებთან სამუშაო შეხვედრა გამართა.
ინფორმაციას დმანისის მერიის პრესსამსახური ავრცელებს.
მათი ცნობით, სამუშაო შეხვედრას ესწრებოდნენ შპს “ოპტიმალ გრუპ +” – ისა და დმანისის მუნიციპალიტეტის მერიის სივრცითი მოწყობისა და ინფრასტრუქტურის თანამშრომლები.
შეხვედრაზე ისაუბრეს ინფრასტრუქტურულ ობიექტებზე სამუშაოების შესრულების ხარისხზე, დასრულების ვადებზე.