ნიკა გვარამია: საპატრიარქოც და სასამართლო იქცევა იდენტურად და ამ მოქცევას ჰქვია “ანტიჰუმანურობა”

“საქართველოს საპატრიარქოს მთელი ამ წლების განმავლობაში, მათ შორის” ამ ხელისუფლების დროს ყოველგვარი მიმართვებისა და განსჯის, მეტსაც გეტყვით, შეწყალების კომისიის გვერდის ავლითაც შეჰქონდა განცხადებები შეწყალებაზე”, – ასე ეხმაურება მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი, ტელეკომპანია “მთავარის” გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია მამა მიქაელ ბოტკოველის განცხადებას, რომელშიც ბოტკოველმა სააკაშვილის შეწყალებაზე ისაუბრა.

გვარამიას თქმით, ბოკტოველი იტყუება.

“საქართველოს საპატრიარქოს მთელი ამ წლების განმავლობაში, მათ შორის, ამ ხელისუფლების დროს ყოველგვარი მიმართვებისა და განსჯის, მეტსაც გეტყვით, შეწყალების კომისიის გვერდის ავლითაც შექონდა განცხადებები შეწყალებაზე, ბევრია ასეთი. მაგალითად შეგახსენებთ ირაკლი ბათიაშვილის ამბავს. საპატრიარქოს არაფერი არ განუხილავს, ისე შეიტანა შეწყალებაზე პრეზიდენტ სააკაშვილთან. ეს ახლა, რაც ჩვენ მათგან მოვისმინეთ, არის ტყუილი. ორმა ინსტანციამ საქართველოში გვითხრა უარი მიხეილ სააკაშვილის საქმის განხილვაზე. საქართველოს საპატრიარქომ და სასამართლო სისტემამ”, – განაცხადა გვარამიამ.

შეგახსენებთ, რომ დღეს მამა გიორგი ბოტკოველმა რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში მსჯავრდებული ექსპრეზიდენტი მოინახულა და პატრიარქის წერილი გადასცა.
საპატიმროს დატოვების შემდეგ, ჟურნალისტების კითხვაზე – “ხომ არ აპირებს საპატრიარქო, მიმართოს პრეზიდენტს სააკაშვილის შეწყალების თხოვნით, მიქაელ ბოტკოველმა აღნიშნა, რომ საპატრიარქო ამას ვერ გააკეთებს. „საპატრიარქო ამას ვერ გააკეთებს, რადგანაც ეს ქვეყნის პრეზიდენტის უფლებაა”.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები