ნიკოლოზ სამხარაძე გერმანიის ბუნდესტაგის წევრს თავისუფალი დემოკრატების პარტიიდან – კარლ კრონენბერგს შეხვდა

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, ნიკოლოზ სამხარაძე გერმანიის ბუნდესტაგის წევრს თავისუფალი დემოკრატების პარტიიდან – კარლ კრონენბერგს შეხვდა.

პარლამენტის ინფორმაციით, მხარეებმა საქართველო-გერმანიას შორის არსებულ ურთიერთობები და ორმხრივი თანამშრომლობის დღის წესრიგი მიმოიხილეს. საუბარი შეეხო ქვეყნებს შორის სექტორული თანამშრომლობის გაღრმავებას. ყურადღება გამახვილდა განათლების სფეროში თანამშრომლობაზე, ტურისტული კავშირების გაძლიერებაზე, ეკონომიკურ ურთიერთობების გაღრმავებასა და ბიზნესის ხელშეწყობაზე. ხაზი გაესვა გერმანიის ბუნდესტაგში სტაჟირების სტიპენდიის მნიშვნელობას, რომელსაც წარმატებით იყენებენ ქართველი ახალგაზრდები.

მხარეებმა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე არსებული მდგომარეობა მიმოიხილეს. ყურადღება გამახვილდა შექმნილ მძიმე ჰუმანიტარულ ვითარებასა და რუსეთის ფედერაციის უკანონო ქმედებებზე. ნიკოლოზ სამხარაძე სტუმრებს ჩვენი ქვეყნისსაგარეო პოლიტიკის პრიორიტეტებზე, ნატო-სა და ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანებაზე ესაუბრა. ასევე, გააცნო ხელისუფლების გეგმა 2024 წელს ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანების შესახებ განაცხადის გაკეთებასთან დაკავშირებით. შეხვედრისას, გერმანიასა და საქართველოს შორის არსებულ პოლიტიკურ ურთიერთობებს მაღალი შეფასება მიეცა.

მხარეები შეთანხმდნენ, რომ საპარლამენტო კავშირებს კიდევ უფრო გაააქტიურებენ და მომავალ წელს მეგობრობის ჯგუფის ვიზიტებს განახორციელებენ. ნიკოლოზ სამხარაძემ გერმანელ დეპუტატს ბუნდესტაგის არჩევნებში მისი პარტიის წარმატება მიულოცა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები