გიორგი ფხაკაძე: ჩინური ვაქცინა არ მუშაობს, “რემდესივირი” არაეფექტურია და მაინც ტენიან საქართველოში – რა გითხრათ, მსოფლიო სწავლობს შეცდომებზე და მიდის წინ

“ფაქტია, “ფაიზერის” ვაქცინა ღირს 17$ და კარგად მუშაობს. ჩინური 32$ ღირს და არ მუშაობს და მაინც ტენიან საქართველოში. რემდესივირი 2000-3000 ღირს და არაეფექტურია და მაინც ტენიან საქართველოში. რა გითხრათ, მსოფლიო სწავლობს შეცდომებზე და მიდის წინ”, – ამის შესახებ ჯანდაცვის სფეროს ექსპერტი, გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში წერს.

ფხაკაძე “ფეისბუქ” პოსტში კორონავირუსის სამკურნალო წამლებზე ამახვილებს ყურადღებას.

“მორიგი კარგი ამბავი მსოფლიოდან. როგორც გითხარით, ადრე ყოველი 2-3 კვირა ახალი “კოვიდ” წამლები გამოჩნდებიან ბაზარზე. ზოგი იქნება პრევენციული, ზოგი დამხმარე და ასე შემდეგ.

Molnupiravir “მოლნუპირავირი” დამზადებულია კომპანია Merck “მერსკი”-ს მიერ (ეს ის კომპანია არის კოვიდ ვაქცინა რომ ჩაუვარდათ და მთელი რესურსები წამალზე გადმოისროლეს). ისე ანალოგიურ წამალზე ასევე მუშაობს კიდევ 5 მსხვილი კომპანია…

როგორ მუშაობს ეს წამალი: თუ დაინფიცირდით, უნდა მიიღოთ იმწუთასვე.

რა ეფექტიანობა აქვს: წამლის მიღება ეხმარება პაციენტს, რომ უფრო იოლ ფორმაში გადაიტანოს კოვიდი და არ ამოყოს თავი რეანიმაციაში.

რა ღირს: ერთი პაციენტის მკურნალობის კურსი ღირს 700$ (ფასდაკლებით)

სად შეიძლება, შეიძინო: არსად, არცერთ აფთიაქში არ გაიყიდება და იქნება ხელმისაწვდომი მხოლოდ საავადმყოფოში (480,000 დოზა ნაყიდი ააქვს ბრიტანეთის და 1.7 მილიონი დოზა ამერიკას).

საქართველოს რა ამ ახალი ამბიდან: არაფერი.

ვაქცინების საკითხი არ არის მოგვარებული ქვეყანაში და ახალი წამლების ვინ არ რატომ უნდა ისაუბროს?

ფაქტია, “ფაიზერის” ვაქცინა ღირს 17$ და კარგად მუშაობს. რავი ჩინური 32$ ღირს და არ მუშაობს და მაინც ტენიან საქართველოში. რემდისევირი 2000-3000 ღირს და არაეფექტურია და მაინც ტენიან საქართველოში. რა გითხრათ, მსოფლიო სწავლობს შეცდომებზე და მიდის წინ.

დიახ, 2021 წელი არის კოვიდვაქცინების და კოვიდწამლების წელი.

დიახ, 2022 წელი არის კოვიდის კონტროლის წელი და მსოფლიოს ბევრ ადგილას (ძირითადად მდიდარ ქვეყნებში) კოვიდი იქნება დამარცხებული.

მე მჯერა, რომ საღი აზრი გაიმარჯვებს და საქართველოს იქნება ამ ქვეყნების სიაში, სადაც კოვიდი იქნება კონტროლის ქვეშ”, – წერს ფხაკაძე.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები