სერგო ჩიხლაძე: პრეზიდენტს არავინ სთხოვს, გაარკვიოს, ვინაა დამნაშავე და ვინ – არა, ის არ არის მოსამართლე

„მიხეილ სააკაშვილი არის პოლიტპატიმარი, დამნაშავეა, არ არის დამნაშავე, არის გარკვეული კითხვები – ეს უნდა გადაწყვიტოს სასამართლომ”, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა, სერგო ჩიხლაძემ განაცხადა.

ჩიხლაძე საქართველოს პრეზიდენტის განცხადებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ზურაბიშვილს დისკრეციის უფლება აქვს.

„მიხეილ სააკაშვილი არის პოლიტპატიმარი, დამნაშავეა, არ არის დამნაშავე, არის გარკვეული კითხვები – ეს უნდა გადაწყვიტოს სასამართლომ, მაგრამ რომელმა სასამართლომ?! პრეზიდენტს არავინ სთხოვს, გაარკვიოს, ვინაა დამნაშავე და ვინ – არა, ის არ არის მოსამართლე, მას აქვს დისკრეციის უფლება, რომ შეიწყალოს ყველა ადამიანი“, – აცხადებს სერგო ჩიხლაძე.

ცნობისთვის, სალომე ზურაბიშვილის თქმით, ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის შეწყალებას არ აპირებს.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები