სააკაშვილის ადვოკატი: ანალიზები შემაშფოთებელია

“ჩვენ გვაქვს ანალიზების მონაცემები, რომელიც არის ძალიან შემაშფოთებელი. ცილების მაჩვენებელი არის უკვე სასიცოცხლო ნიშნულისთვის პრობლემა, დედიმერი არის ძალიან პრობლემური, პულსისა და წნევის კონტროლი დღითი დღე რთულდება”, – ამის შესახებ რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მონახულების შემდეგ მისმა ადვოკატმა, ბექა ბასილაიამ განაცხადა.

მისივე თქმით, სააკაშვილი სამოქალაქო კლინიკაში სასწრაფო გადაყვანას საჭიროებს.

“პენიტენციური სამსახურის განცხადებები, რომ ყველაფერი წესრიგშია, მტკნარი სიცრუეა. გუშინ 2 ექიმის შეყვანა გახდა საჭირო – პულმონოლოგსა და კარდიოლოგის. ეს ნიშნავს, რომ პენიტენციური სამსახური ვეღარ მართავს პაციენტის მდგომარეობას და მიხეილ სააკაშვილი საჩქაროდ არის გადასაყვანი სამოქალაქო კლინიკაში”, – ამბობს ბასილაია.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები