ელისაშვილი- ზურაბიშვილზე: ერთადერთი სახელმწიფოებრივად მოაზროვნეა ჯერჯერობით

ყველა სიტყვას მოვაწერდი ხელს რაც სალომე ზურაბიშვილმა თქვა გუშინდელ ბრიფინგზე ბრავო – ამის შესახებ პარტია ‘’მოქალაქეების’’ ლიდერი ალეკო ელისაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, ის მზად არის ცოტაც და პრეზიდენტს ბოდიში მოუხადოს.

‘’ყველა სიტყვას მოვაწერდი ხელს რაც სალომე ზურაბიშვილმა თქვა გუშინდელ ბრიფინგზე! ბრავო! ცოტაც და ყველა საძაგელ სიტყვას უკან წავიღებ და ყველა სიტყვაზე ბოდიშს მოვიხდი რაც წლების მანძილზე მასზე მითქვამს. ქართული პოლიტიკური ზიზღის პინგპონგის ფონზე ერთადერთი სახელმწიფოებრივად მოაზროვნეა ჯერჯერობით!’’ – წერს ელისაშვილი ‘’ფეისბუქში’’.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები