ელენე ხოშტარია: ყველასი მესმის, ვინც მთხოვს რომ არ ვიშიმშილო

ყველასი მესმის, ვინც მთხოვს რომ არ ვიშიმშილო, – ამის შესახებ “დროას” ლიდერი ელენე ხოშტარია სოციალურ ქსელში წერს და აცხადებს რომ პარლამენტის შენობაში შიმშილობასთან დაკავშირებით მიღებულ გადაწყვეტილებას არ შეცვლის.

“ძალიან ვწუხვარ, რომ შიმშილობის გადაწყვეტილების მიღება მომიწია, ვიცი რამდენი ადამიანი შევაწუხე ამითი და ვიცი, ზოგადად რა ცუდ ფონს ქმნის ეს ყველაფერი. ბევრი ვიფიქრე, ემოციურად არ მიმიღია ეს გადაწყვეტილება, ავწონე რისკები, რაც ქვეყანას უდგას და ავწონე ბრძოლის გზები.

მართლა არ მინდა, თუნდაც ოცნებამ კედელთან მიმწყვდევის გადაწყვეტილებად მიიღოს ეს. მკიდია მაგათთან შეჯიბრი ამ მომენტში. ეგებ დააკლიკოს და მიხვდენ, რომ სიცოცხლესთან თამაში ძალიან საშიშია ყველასთვის. მათ კარგად იციან რომ არ ვხუმრობ, სუსმა მაინც ხო იცის…

ყველასი მესმის, ვინც მთხოვს რომ არ ვიშიმშილო, ოღონდ წინასწარ გეუბნებით გამორიცხულია სიტყვის გადათქმა.

დიდი მადლობა თბილი სიტყვებისთვის

ყველაფერი კარგად იქნება”, – წერს ხოშტარია სოციალურ ქსელში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები