ცესკომ 30 ოქტომბრის არჩევნების მეორე ტურთან დაკავშირებით სტატისტიკური მონაცემები გამოაქვეყნა

30 ოქტომბერს მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნების მეორე ტური გაიმართა. ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ საჯაროდ წარმართა ყველა საარჩევნო პროცესი, გაითვალისწინა და განახორციელა საარჩევნო რეფორმის ყველა ის სიახლე და ცვლილება, რაც გათვალისწინებული იყო 19 აპრილის შეთანხმებით – ე.წ. მიშელის დოკუმენტით. მათ შორის განხორციელდა ხმის დათვლის პროცესის ვიდეოგადაღება და ვიდეოჩანაწერები აიტვირთა ონლაინ სივრცეში, ასევე საოლქო საარჩევნო კომისიების მიერ წილისყრით შეირჩა და გადაითვალა საარჩევნო უბნების შედეგები, – ამის შესახებ ინფორმაციას ცესკო ავრცელებს.

მათივე ცნობით, საარჩევნო პროცესს – როგორც კენჭისყრის დღეს, ასევე გადათვლის პროცედურებს აკვირდებოდნენ ადგილობრივი და საერთაშორისო დამკვირვებლები, საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენლები და მედია.

ცესკოში არჩევნების წინასწარი შედეგების შეჯამების პროცესზე დაკვირვება პირდაპირი ტრანსლირების მეშვეობით ყველა დაინტერესებული პირისათვის იყო ხელმისაწვდომი. თუმცა, ცალკეული თემები, მათ შორის ბათილი ბიულეტენების საკითხი, საარჩევნო კომისიების შემაჯამებელ ოქმებში ე.წ. დისბალანსი, გადათვლები ახლაც ხდება მანიპულაციის თემა სხვადასხვა ჩართული მხარისთვის. საარჩევნო ადმინისტრაცია ცალსახად აცხადებს, რომ წელს, არაერთი ბერკეტი არსებობს თითოეული მონაცემის დეტალურად შესამოწმებლად და აღნიშნული საკითხით მანიპულირება მიუღებელია.

საარჩევნო ადმინისტრაცია, როგორც ღია და გამჭვირვალე უწყება, წარმოგიდგენთ დეტალურ სტატისტიკურ მონაცემებს. პირველ რიგში, გვინდა შეგახსენოთ, რომ თითოეულ შემაჯამებელ ოქმს ხელი მოაწერეს როგორც პროფესიული ნიშნით, ისე უფლებამოსილი პარტიების მიერ დანიშნულმა წევრებმა: აღნიშნული ადასტურებს, რომ კომისიის თითოეული წევრი, როგორც პარტიული ნიშნით დანიშნული, ისე პროფესიული ნიშნით არჩეული, დეტალურად იყო ინფორმირებული, როგორც უბანზე მისული ამომრჩევლების რაოდენობის თაობაზე, ისე იმის შესახებ, თუ რა სახის ბიულეტენი გაიცემოდა თითოეულ ამომრჩეველზე და მთლიანად ხმის დათვლის პროცესზე, რაც, შესაბამისად, სწორედ მათი ხელმოწერებით დადასტურდა კიდეც შემაჯამებელ ოქმებში. დეტალურად იხილეთ სტატისტიკა, თუ რამდენი განსხვავებული აზრი, რამდენი შესწორების ოქმი და ახსნა-განმარტება დაფიქსირდა შემაჯამებელ ოქმებში: აღსანიშნავია ისიც, რომ საუბნო საარჩევნო კომისიის წევრს აქვს ვალდებულება მოაწეროს შემაჯამებელ ოქმს მოაწეროს ხელი და ასევე აქვს სამართლებრივი უფლება დააფიქსიროს განსხვავებული აზრი იმ შემთხვევაში, თუ არ ეთანხმება შემაჯამებელ ოქმში შეტანილ მონაცემებს.


როგორც ზემოთ მოყვანილი სტატისტიკიდან იკვეთება, განსხვავებული აზრი დააფიქსირა მერის არჩევნების ნაწილში საუბნო საარჩევნო კომისიების 92-მა წევრმა, ხოლო მაჟორიტარული არჩევნების ნაწილში – 25-მა. შეგახსენებთ, რომ შედგა 2 084 შემაჯამებელი ოქმი. ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ შემაჯამებელ ოქმებთან დაკავშირებით შედგა შესწორების ოქმები: სუბიექტების მიერ მიღებულ ხმებთან დაკავშირებით – 17, ბათილ ბიულეტენებთან მიმართებაში – 7, სპეციალურ სიაში ამომრჩეველთა რაოდენობასთან დაკავშირებით – 9, არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა საერთო რაოდენობასთან დაკავშირებით – 20, ამომრჩეველთა აქტივობაზე – 5. ასევე, ახსნა-განმარტებები შეეხებოდა: რეგისტრატორის მიერ ამომრჩევლისათვის ზედმეტი ბიულეტენის გადაყოლებას – 16, შემაჯამებელ ოქმზე არასწორად მითითებულ ან გამორჩენილ თარიღსა და დროს – 26, ამომრჩევლის მიერ ამომრჩეველთა სიაში ხელმოწერის გამორჩენას – 6, შემაჯამებელ ოქმზე კომისიის ბეჭდის ნომრის შეცდომით ჩაწერას ან/და გამორჩენას – 6 და ა.შ. აქვე გვინდა წარმოგიდგინოთ ზოგადი სტატისტიკური მონაცემები გადათვლილი 201 საუბნო საარჩევნო კომისიის შედეგების მიხედვით.

მერის არჩევნების ნაწილში 1 ნოემბერს სულ გადაითვალეს 194 უბნის შედეგი, საიდანაც 172 შემთხვევაში შედეგი უცვლელი დარჩა. საერთო ჯამში მერობის კანდიდატებს დააკლდათ 31 ხმა და მოემატათ 53 ხმა. რაც შეეხება მაჟორიტარი დეპუტატის არჩევნებს, ამ ნაწილში სულ გადაითვალეს 33 საარჩევნო უბნის შედეგი, საიდანაც 27 შემთხვევაში შედეგი უცვლელი დარჩა. საერთო ჯამში მაჟორიტარ კანდიდატებს დააკლდათ 7 ხმა და მოემატათ – 5. აღსანიშნავია, რომ საარჩევნო ადმინისტრაციას, საკანონმდებლო რეფორმის ფარგლებში ჰქონდა წილისყრით, შემთხვევითი შერჩევის პრინციპით გამოვლენილი 5-5 უბნის მონაცემების გადათვლის ვალდებულება. თუმცა, ცესკოს თავმჯდომარის რეკომენდაციით საოლქო საარჩევნო კომისიებმა წილისყრით გამოავლინეს 7-7 საუბნო საარჩევნო კომისია, აღნიშნული კი კიდევ უფრო ცხადყოფს საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ წარმოდგენილი წინასწარი შედეგების სიზუსტეს. იხილეთ დეტალური სტატისტიკა ცესკოს გადაწყვეტილებით, 2 ნოემბერს კიდევ 58 საარჩევნო უბნის მონაცემები გადაითვალა. გადათვლილი 58 უბნის მონაცემების მიხედვით 44 საარჩევნო უბანზე შედეგები უცვლელი დარჩა, ხოლო 14-ზე მცირედით შეიცვალა. მათ შორის „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ დააკლდა 6 ხმა და დაემატა 3, „ქართულ ოცნება – დემოკრატიულ საქართველოს“ დააკლდა 5 და დაემატა 39, „გახარია – საქართველოსთვის“ დააკლდა – 34 ხმა.


გადათვლებს არათუ საარჩევნო ოლქის, არამედ საარჩევნო უბნის მიხედვითაც არ მოუხდენია ზეგავლენა მეორე ტურის წინასწარ შედეგებზე. აღნიშნული 58-დან 52 უბნის მონაცემები საოლქო საარჩევნო კომისიებმა ცესკოს მიმართვის საფუძველზე გადათვალეს, რომლის თანახმადაც არჩევნების მეორე ტურზე, ვიდეო-ფიქსაციის ჩანაწერების არარსებობის გამო, ლოტოტრონის მეშვეობით, შემთხვევითი შერჩევის პრინციპით უნდა შერჩეულიყო 2-2 უბანი და გადათვლილიყო, ხოლო იმ საარჩევნო ოლქებში, სადაც ასეთი უბნები 2 ან ნაკლები იყო, ავტომატურად გადათვლილიყო ყველა მათგანი. დანარჩენი 6 უბნის მონაცემები კი კომისიებმა საკუთარი ინიციატივით გადათვალეს. იხილეთ დეტალური სტატისტიკა ცესკომ ასევე დაამუშავა ბათილი ბიულეტენების მონაცემები როგორც მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნების პირველი ტურის, ისე მეორე ტურის სტატისტიკური მონაცემების მიხედვით.

კომისიის მიერ განხორციელებული ანალიზის შედეგად დგინდება და იკვეთება, რომ არჩევნების მეორე ტურზეც, ბათილი ბიულეტენების პროცენტული მაჩვენებლები საკმაოდ დაბალია კენჭისყრაში მონაწილე ამომრჩეველთა რაოდენობასთან მიმართებაში. მაგალითად 70 048 ამომრჩეველი იყო მისული არჩევნებზე ქუთაისში და ბათილი ბიულეტენების პროცენტული მაჩვენებელი, მონაწილე ამომრჩეველთა რაოდენობასთან მიმართებაში არის 3.42%. ბათუმის შემთხვევაში, კენჭისყრაში მონაწილეობა მიიღო 77 034 მოქალაქემ, ხოლო ბათილი ბიულეტენების პროცენტული მაჩვენებელი მხოლოდ 2.69 %-ია. ასევე მნიშვნელოვანია წლევანდელი არჩევნების ბათილი ბიულეტენების სტატისტიკა ზოგადად გასულ წლებში ორგანიზებულ არჩევნებთან მიმართებაშიც.

მაგალითად 2014 წლის თვითმმართველობის არჩევნებზე ქვეყნის მასშტაბით ჯამში ბათილი იყო 32 191 ბიულეტენი, არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა რაოდენობა კი – 790 528. უკვე 2017 წლის თვითმმართველობის არჩევნებზე ჯამში დაფიქსირდა 32 718, რაც პროცენტულად არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთან (869 959) მიმართებაში 3.76%-ია. 2021 წლის არჩევნების პირველ ტურზე ბიულეტენების მხოლოდ 3.42% იყო ბათილი (არჩევნებში მონაწილე – 1 043 994); რაც შეეხება მეორე ტურს, წინასწარი მონაცემების მიხედვით დაფიქსირდა ბათილი ბიულეტენების 2.96% (30 095 ბიულეტენი, არჩევნებში მონაწილე – 1 015 494). გასულ წლებთან მიმართებაში გაანალიზებული მონაცემების გათვალისწინებით იკვეთება, რომ 2021 წლის არჩევნების როგორც პირველ, ისე მეორე ტურზე ბათილი ბიულეტენების პროცენტული მაჩვენებლები ცალსახად შემცირებულია.

ამასთან განვმარტავთ, რომ სპეციალურ სიაში შეყვანილი ამომრჩეველი შესაძლოა ხმას აძლევდეს არჩევნების მხოლოდ მერის ნაწილში. აქედან გამომდინარე, ასეთი ამომრჩეველი ვერ მიიღებდა ორივე სახის ბიულეტენს, ვინაიდან არ მონაწილეობდა მაჟორიტარულ, ან მაჟორიტარულ და მერის არჩევნებში.

ამომრჩეველთა რაოდენობა სპეციალურ სიაში შეადგენდა (პენიტენციური დაწესებულებები) 850-ს, ხოლო ე.წ. კოვიდ უბნებზე რეგისტრირებული იყო 5 730 ამომრჩეველი.

2021 წლის არჩევნების მეორე ტურზე საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა რაოდენობა შეადგენდა 31 353-ს.  სპეციალურ სიებში შეყვანილი საარჩევნო ადმინისტრაციის თანამშრომლებიდან (საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიების წევრები, ხელშეკრულებით დასაქმებული პირები) რეგისტრირებული იყო 15498  ამომრჩეველი, მათგან მაჟორიტარული სისტემით არჩევნებში მონაწილეობის უფლება ჰქონდა 1305 ამომრჩეველს.

რაც შეეხება ე.წ. დისბალანსებს შემაჯამებელ ოქმებში, „დისბალანსი“ 1 ნოემბრის მდგომარეობით (საარჩევნო ბიულეტენების მეტობა ან ნაკლებობა ხელმოწერების ჯამთან მიმართებით) მერის არჩევნების ნაწილში დაფიქსირდა 150 საარჩევნო უბანზე, ( 8,23%), ხოლო მაჟორიტარული არჩევნების ნაწილში 168 საარჩევნო უბანზე (64,37%).

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები