ოთარ ჩოკოშვილი: ქვეყანაში არასახარბიელო ეპიდვითარებაა
ეპიდემიოლოგი, ოთარ ჩოკოშვილი აცხადებს, რომ საქართველოში არასახარბიელო ეპიდვითარებაა.
მისივე თქმით, საწოლფონდი მაქსიმალური დატვირთვის მაჩვენებელს უახლოვდება.
„არასახარბიელო ვითარებაა, საწოლფონდი მაქსიმალური დატვირთვის მაჩვენებელს უახლოვდება. შეინიშნება ვაქცინაციის ტემპის კიდევ უფრო გაუარესება და ასევე ძალიან სამწუხაროა, რომ ქვეყანაში არც ისე მაღალია იმ რეგულაციების დაცვის მაჩვენებელი, რაც კოვიდის საწინააღმდეგოდ გვაქვს. ერთადერთი, რამაც შეიძლება, თავიდან აგვაცილოს სიკვდილობის შემთხვევების მატება, ეს ვაქცინაციაა“, – განაცხადა ეპიდემიოლოგმა.