რომან გოცირიძე: ხელისუფლებას არ მოვასვენებთ, არ ექნებათ კომფორტი
“ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერის, რომან გოცირიძის განცხადებით, საპროტესტო აქციებით ხელისუფლებისთვის დისკომფორტის შექმნას შეეცდებიან.
“ეს არის გაფრთხილება ხელისუფლებისა, რომ არ მოვასვენებთ, არ ექნებათ კომფორტი. აქციები გაგრძელდება ყველგან და იქნება შეტევა ყველა ფრონტიდან, მათ შორის, ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების ჩართვა, ისევე, როგორც ყველა ქალაქში გრანდიოზული აქცია გაიმართება თბილისში, მოხდება საპროტესტო გამოსვლები”, – აცხადებს რომან გოცირიძე.