ბრიტანეთის საელჩო საქართველოში: მოხარულები ვართ, რომ პრემიერი ღარიბაშვილი ესწრება COP26 კონფერენციას

“მოხარულები ვართ, რომ პრემიერმინისტრი ღარიბაშვილი ესწრება გაერო-ს კლიმატის ცვლილების კონფერენციას”, – ამის შესახებ საქართველოს ბრიტანეთის საელჩოს განცხადებაშია ნათქვამი, რომელიც “ტვიტერზე” გამოქვეყნდა.

“მოხარულები ვართ, რომ პრემიერმინისტრი ღარიბაშვილი ესწრება გაერო-ს კლიმატის ცვლილების კონფერენციას #COP26, რომელიც გლაზგოში,
31 ოქტომბრიდან 12 ნოემბრამდე ტარდება.

საერთაშორისო თანამშრომლობას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს კლიმატის ცვლილებით გამოწვეული საფრთხეების დასაძლევად”, – ნათქვამია ბრიტანეთის საელჩოს განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები