არჩილ თალაკვაძე: საპარლამენტო ბოიკოტთან დაკავშირებით ოპოზიციურ სპექტრში ერთიანი პოზიცია არ არის და ის პარტიები, რომლებიც პარლამენტში რჩებიან, უფრო პასუხისმგებლიანად იქცევიან

“საპარლამენტო ბოიკოტთან დაკავშირებით ოპოზიციურ სპექტრში ერთიანი პოზიცია არ არის და ის პარტიები, რომლებიც პარლამენტში რჩება, უფრო პასუხისმგებლიანად იქცევიან. პოლიტიკა პარლამენტიდან გასვლა და საკუთარ როლზე უარის თქმა არ არის”, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.
თალაკვაძის შეფასებით, ოპოზიცია ცდილობს, არჩევნების წაგება ბოიკოტით გადაფაროს.

„ოპოზიციურ პარტიებს არ შეუძლიათ, საკუთარ ამომრჩევლებს სიმართლე უთხრან, ამიტომ, ყოველთვის ცდილობენ, არჩევნებში წაგება ისეთი მოუმწიფებელი განცხადებებით გადაფარონ, როგორიც გახლავთ ბოიკოტი. საპარლამენტო ბოიკოტთან დაკავშირებით ოპოზიციურ სპექტრში ერთიანი პოზიცია არ არის და ის პარტიები, რომლებიც პარლამენტში რჩებიან, უფრო პასუხისმგებლიანად იქცევიან. პოლიტიკა პარლამენტიდან გასვლა და საკუთარ როლზე უარის თქმა არ არის“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები