სააკაშვილის ადვოკატი: დღეს კიდევ უფრო თვალსაჩინო იყო მისი საერთო სისუსტე, ეს აისახება როგორც ფიზიკურ აქტიურობაზე, ასევე, ზოგადად, კომუნიკაციაზე

საქართველოს მესამე პრეზიდენტის ადვოკატის, დიმიტრი საძაგლიშვილის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის სისუსტე გუშინდელთან შედარებით დღეს კიდევ უფრო თვალსაჩინოა.

მისივე თქმით, სისუსტე სააკაშვილის ფიზიკურ აქტივობასა და კომუნიკაციის უნარზე აისახება.

„მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას რაც შეეხება, დღეს კიდევ უფრო თვალსაჩინო იყო საერთო სისუსტე, რაც, ბუნებრივია, შიმშილობის 33-ე დღეს სულაც არ არის გასაკვირი. გასაკვირი, ალბათ, უფრო ის არის, რომ მისი მორალური და ფსიქოლოგიური სიმტკიცე მას კიდევ უნარჩუნებს იმის ძალას,  თუნდაც ადვოკატებთან შეხვედრაზე მიიღოს მონაწილეობა. კიდევ უფრო სუსტად არის ვიდრე მაგალითად გუშინ და ეს აისახება როგორც ფიზიკურ აქტიურობაზე, ასევე, ზოგადად, კომუნიკაციაზე”, – განაცხადა საძაგლიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები