ნორვეგიის ელჩი საქართველოში: ვიზიარებ ეუთო/ოდირ-ის შეფასებას, არჩევნები ზოგადად კონკურენტულ გარემოში ჩატარდა და იყო კარგად ადმინისტრირებული

ნორვეგიის ელჩი საქართველოში, ჰელენ ანდრესენი ადგილობრივი არჩვენების მეორე ტურს სოციალურ ქსელ “ტვიტერ”-ში ეხმაურება.

როგორც ელჩი წერს, იგი სრულად იზიარებს ეუთო/ოდირ-ის შეფასებას ჩატარებულ არჩევნებთან დაკავშირებით. მისი განცხადებით, არჩევნები ზოგადად კონკურენტულ გარემოში ჩატარდა და იყო კარგად ადმინისტრირებული, თუმცა, დარღვევები ჯერ კიდევ გადაუჭრელ საკითხად რჩება.

“ვიმედოვნებ, რომ პოლიტიკური ლიდერები შეწყვეტენ აგრესიულ რიტორიკას და შეეცდებიან პოლარიზაციის დაძლევას,” – წერს დიპლომატი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები