არჩილ თალაკვაძე: პარლამენტში ზოგიერთი ოპოზიციონერი დეპუტატის განცხადება ბოიკოტთან დაკავშირებით პოლიტიკური სისუსტის გამოვლინებაა

“პარლამენტში ზოგიერთი ოპოზიციონერი დეპუტატის განცხადება ბოიკოტთან დაკავშირებით პოლიტიკური სისუსტის გამოვლინებაა”, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცესპიკერი, არჩილ თალაკვაძე აცხადებს.

მისივე თქმით, ოპონენტების მცდელობაა, არჩევნებში წაგება მოუმწიფებელი გადაწყვეტილებებით გადაფარონ.

“პარლამენტში ზოგიერთი ოპოზიციონერი დეპუტატის განცხადება ბოიკოტთან დაკავშირებით პოლიტიკური სისუსტის გამოვლინებაა და ეს არის კიდევ ერთხელ იმის დემონსტრირება, რომ ამ ოპოზიციურ პარტიებს არ შეუძლიათ, სიმართლე უთხრან თავიანთ ამომრჩევლებსა და მხარდამჭერებს. ყოველთვის ცდილობენ, წაგება გადაფარონ ისეთი მოუმწიფებელი გადაწყვეტილებებით, როგორიც გახლავთ ამ შემთხვევაში პოლიტიკური ბოიკოტი”, – განაცხადა თალაკვაძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები