ცესკო-ს თავმჯდომარის, გიორგი კალანდარიშვილის განცხადებით, მერის არჩევნების ნაწილში სულ გადაითვალეს 194 უბნის შედეგი, საიდანაც 172 შემთხვევაში შედეგი უცვლელი დარჩა.
რაც შეეხება მაჟორიტარი დეპუტატების არჩევნებს, კალანდარიშვილის თქმით, გადაითვალეს 33 უბნის შედეგი, საიდანაც 27 შემთხვევაში შედეგი უცვლელი დარჩა.
“მინდა, წარმოგიდგინოთ ზოგადი სტატისტიკური მონაცემები ამ დროისთვის გადათვლილი 201 საარჩევნო კომისიის შედეგების მიხედვით. შესაბამისად, მერის არჩევნების ნაწილში სულ გადაითვალეს 194 უბნის შედეგი, საიდანაც 172 შემთხვევაში შედეგი უცვლელი დარჩა. ჯამურად, მერობის კანდიდატებს დააკლდათ 31 ხმა და მოემატათ 53 ხმა. რაც შეეხება მაჟორიტარი დეპუტატების არჩევნებს – გადაითვალეს 33 საარჩევნო უბნის შედეგი, საიდანაც 27 შემთხვევაში შედეგი უცვლელი დარჩა. ჯამურად, მათ დააკლდათ 7 და მოემატათ 5 ხმა”, – განაცხადა კალანდარიშვილმა.