კობა ნაყოფია: აქციები გაგრძელდება მანამ, სანამ არ დაინიშნება რიგგარეშე არჩევნები და თავისუფალი არ იქნება მიხეილ სააკაშვილი
“ნაციონალური მოძრაობის” წევრის, კობა ნაყოფიას განცხადებით, “ქართულმა ოცნებამ” ქართველ ხალხს არჩევნები მოჰპარა.
მისივე თქმით, აქციები იქნება მანამ, სანამ არ დაინიშნება რიგგარეშე არჩევნები და ექსპრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი პატიმრობიდან არ გათავისუფლდება.
“ქართულმა ოცნებამ” და ივანიშვილმა ეს არჩევნები ქართველ ხალხს მოჰპარა. რჩება ერთადერთი კონსტიტუციური უფლება, რომ ჩვენ გავმართოთ მშვიდობიანი აქცია. მე იმედი მაქვს, რომ ძალიან ბევრი ადამიანი მოვა თავისუფლების მოედანზე და რუსთაველის გამზირზე შაბათს. აქციები გაგრძელდება მანამ, სანამ არ დაინიშნება რიგგარეშე არჩევნები და თავისუფალი არ იქნება მიხეილ სააკაშვილი”, – განაცხადა კობა ნაყოფიამ.