თამარ ტალიაშვილი: ოპოზიცია უნდა იყოს საქმის, ქვეყნისა და მომავლის შენების ნაწილი და არა – მოსახლეობის შანტაჟით დაკავებული

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, თამარ ტალიაშვილი რამდენიმე ოპოზიციონერი დეპუტატის მხრიდან პარლამენტის მანდატების დატოვების საკითხს ეხმაურება.
როგორც ტალიაშვილი სოც. ქსელში წერს, ქვეყანას, რთული გამომწვევების ფონზე, სჭირდება ისეთი ოპოზიცია, რომელიც საქმით იქნება დაკავებული და არა – მოსახლეობის შანტაჟით.

“ერთხელ უკვე ნანახი სცენარია….
მეკითხებიან, რა კომენტარს გავაკეთებ პარლამენტსა და საკრებულოებში ოპოზიციონერების არ შესვლა-გამოსვლებზე.
აი, რა კომენტარი უნდა გააკეთო ამ უსაგნო უსაგნობაზე.

ოპოზიცია უნდა იყოს საქმის, ქვეყნისა და მომავლის შენების ნაწილი… საქმის ნაწილი და არა – მოსახლეობის შანტაჟით დაკავებული…

ავტოპილოტზე კი არ არიან სკოლები, ტრანსპორტი, საავადმყოფოები, მაშველები, პატრული, სოციალური და ეკონომიკური პროგრამები, უნივერსიტეტები, საბავშვო ბაღები და კოლეჯები, სასწრაფო დახმარება, აგრარული და ეკონომიკური პროექტები, საზღვრის დაცვა, ჯარი. ჩვენი სახელმწიფო ურთულესი მსოფლიო პანდემიისა და ეკონომიკური კრიზისის, ოკუპაციის, რეგიონში უპრეცედენტო უსაფრთხოების გამოწვევებისა და კიდევ უამრავი გეოპოლიტიკური თუ ეკოლოგიური კატასტროფების ფონზე კონკრეტული ადამიანების დაუღალავი შრომით იმართება.

….უკეთესი გვინდა და ამ უკეთესს ხელშეწყობა და ერთიანობა, სტაბილურობა სჭირდება. ვის არგია ეს დაუსრულებელი ხელოვნური გაუგებრობა – შევალ თუ არ შევალ, რომ შევალ, მერე ალბათ ისევ გამოვალ და თუ არ გამოვალ….

იტყვით, რომ ამ შევედი-გამოვედი აქციების უკან ამბიციები, ანგარება და ვიწრო პოლიტიკური ინტერესები დგას. არ აქვს მნიშვნელობა ამ წიაღსვლებს, უბრალოდ, მართლა “კმარა”! “სირცხვილია”!”, – წერს ტალიაშვილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები