„ყველანაირი სცენარისთვის მზად უნდა ვიყოთ“ – სააკაშვილის პირადი ექიმი

ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის პირადი ექიმის, ნიკოლოზ ყიფშიძის განცხადებით, შიმშილობის ერთთვიანი პერიოდის შემდეგ, ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების ყველანაირი სცენარი მოსალოდნელია.

”მიხეილ სააკაშვილი ამ დროისთვის იღებს სითხეს და მედიკამენტებს, თუმცა, არ აპირებს შიმშილობის შეწყვეტას და იგივე პოზიცია აქვს, რაც – დაკავების პირველ დღეს.

მისი პოზიცია არ შეცვლილა, რასაც ლაპარაკობდა დასაწყისში, იმას ამბობს ახლა. შიმშილობის 30-დღიანი პერიოდის შემდეგ, რასაკვირველია, ყველანაირი სცენარისთვის მზად უნდა ვიყოთ“, – აღნიშნა ნიკოლოზ ყიფშიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები