არჩილ ჩიქოვანი: ღირსეულად გავიმარჯვეთ
„ჩვენ ღირსეულად გავიმარჯვეთ, ძალიან მძიმე და სიძულვილის ენით გაჯერებული ორივე ტურის მიუხედავად, რაც ჩემ მიმართ ტალახის სროლით და „ფეიკნიუსებით” იყო გაჯერებული”,- ამის შესახებ “ქართული ოცნების” ბათუმის მერობის კანდიდატმა არჩილ ჩიქოვანმა განაცხადა.
ჩიქოვანმა მხარდამჭერებს მადლობა გადაუხადა.
„ჩვენ ღირსეულად გავიმარჯვეთ, ძალიან მძიმე და სიძულვილის ენით გაჯერებული ორივე ტურის მიუხედავად, რაც ჩემ მიმართ ტალახის სროლით და „ფეიკნიუსებით” იყო გაჯერებული. მინდა მადლობა გადავუხადო 77 000 ამომრჩეველს, რომლებიც არჩევნებზე მივიდა და ქვეყნის მომავალ განვითარებას ხმა მისცა. პრაქტიკულად დღეიდან ვაგრძელებთ იმ პროექტებს, რომლებიც წამოწყებული გვქონდა და დიდი მოლოდინით ელოდებიან ჩვენი მოქალაქეები. ჩვენი პროგრამული ხედვების რეალიზება დაიწყება”, – აცხადებს არჩილ ჩიქოვანი.